მეუფე სვიმეონი: გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი, ქვების სროლას თავი დავანებოთ

მეუფე სვიმეონი: გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი, ქვების სროლას თავი დავანებოთ

შედარებით უკეთესად არის ღმერთის წყალობით. მეორე თვალში მხედველობაც აღუდგა, - ამის შესახებ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა განაცხადა დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

„ერთადერთ თხოვნა მაქვს, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი. მოდით ჩვენთან, ქვების სროლას თავი დავანებოთ, ერთად ვიყოთ და ერთად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა მან.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. ერთ-ერთი მონაზონი, სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა დამნაშავეები დააკავეს.