ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, პოპულარული ჯგუფი „Maroon 5”-ის ლიდერს ადამ ლევინს უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ტელესერიალში გადაიღებენ.
აშშ-ში სერიალი „საშინელებათა ამერიკული ისტორია” დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ფილმის შემქმნელების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სერიაში ადამ ლევინიც მიიღებს მონაწილეობას.
ჯერჯერობით უცნობია მუსიკოსი რა სახის პერსონაჟს განასახიერებს. ასევე საიდუმლოებით არის მოცული ადამის მომავალი ჰონორარის რაოდენობა.
ტელესერიალი „საშინელებათა ამერიკული ისტორია” ერთი ოჯახის ცხოვრებას მოგვითხრობს. მათ მოჩვენებებით სავსე ძველი სახლი შეიძინეს და რასაკვირველია არასასიამოვნო ისტორიებში ხშირად ეხვევიან.
სურათში მთავარ როლებს ცნობილი კინომსახიობები ჯესიკა ლანჟი, დილან მაკდერმოტი და ევან პიტერსი ასრულებენ.