გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილმა იაპონელმა მუსიკოსმა და მხატვარმა, ჯონ ლენონის ქვრივმა, 80 წლის იოკო ონომ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა.
ამ დისკის სახელწოდებაა „Take Me to the Land of Hell” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 17 სექტემბერში გამოჩნდება.
ალბომის მომზადებაში ქალბატონ იოკოს ჯგუფი „Plastic Ono Band”-ის წევრები ეხმარებოდნენ.
მათ გარდა დისკის ჩაწერაზე შემდეგი მოწვეული მუსიკოსები მონაწილეობდნენ: ჯგუფი „Roots”-ის მედოლე აჰმირ ტომპსონი, „Wilco”-ს გიტარისტი ნელს კლაინი და „Beastie Boys”-ის გიტარისტები ადამ ჰოროვიტცი და მაიკლ დაიმონდი.
იოკო ონოს ახალი ალბომი CD და ციფრულ ფორმატზე, აგრეთვე ვინილის სახით გამოიცემა.