რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ურუგვაის ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა.
გუშინ საღამოს გამოცემამ „L’ Equipe” გაავრცელა ცნობა, რომ 26 წლის სამხრეთ ამერიკელი საფრანგეთის დედაქალაქში კვირას, 14 ივლისს ჩაფრინდება.
მეორე დღეს ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, საღამოს კი საზოგადოებას „პარი სენ ჟერმენის“ ფორმით პირველად ოფიციალურად წარუდგება.
ედინსონ კავანმა წინა სეზონში ნეაპოლური კლუბის მაისურით იტალიის პირველობაზე 34 შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ აქტივში 29 გოლი მიითვალა.