შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრა შტეფან ფულეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის სტატუსი და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის და შტეფან ფულეს რიგით მეორე შეხვედრა. მათი პირველი შეხვედრა მაისში, ბრიუსელში, შს მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.