დავით მათიკაშვილი: ნაზი ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარი თავიდან დაწყებული მის კოლეგებს, პარლამენტს. რა მექანიზმით შეიძლება მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანს

დავით მათიკაშვილი: ნაზი ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარი თავიდან დაწყებული მის კოლეგებს, პარლამენტს. რა მექანიზმით შეიძლება მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანს

თუ ომბუდსმენის შერჩევის პროცესი წარმატებით ვერ გაივლის თავის შინაარსს, ერთადერთი რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც მოქმედი სახალხო დამცველის თავის კაბინეტს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ვინც პატივი სცა პარლამენტს, საკუთარ კოლეგებს, მობრძანდნენ, გასაუბრებაში მიიღეს მონაწილეობა, მათი მხარდაჭრა მოხდება. შემდგომ უკვე კონსულტაციების ჭრილში მოხდება ამა თუ იმ კანდიდატზე შეთანხმება, თუკი ამის რესურსი, რა თქმა უნდა, ოპოზიციას გააჩნია. თუ ეს პროცესი წარმატებით ვერ გაივლის თავის შინაარსს, ერთადერთი რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც მოქმედი სახალხო დამცველის შეინარჩუნებს თავის კაბინეტს. რომელიც, საზოგადოებამ კარგად იცის, ქვეყნის სახალხო დამცველი კი არა „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე ომბუდსმენობის ერთ-ერთ კანდიდატზე, ნაზი ჯანეზაშვილზეც ისაუბრა.

„ნაზი ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარი თავიდან დაწყებული მის კოლეგებს, პარლამენტს. რა მექანიზმით შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანს, რომელიც თავისი ქცევით შეურაცხყოფას აყენებს სრულიად საქართველოს“, - დასძინა მათიკაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, დღეს კენჭს უყრის დასკვნას, რომელიც მომავალი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს შეეხება.

პროცედურის მიხედვით, საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მომდევნო კვირაში გავა. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ.