მოკლედ, ცუდად არის საქმე… ადრე თუ შეყვარებული გოგონას დასაპატიჟებლად მინიმუმ ყავის და ერთი ნაჭერი ნამცხვრის საყიდელი ფული უნდა გქონოდა, ამჯერად იმაზეც მოგიწევს ფიქრი, სად უნდა იშოვო 300 ლარი მისი ტუჩების დაგემოვნებისთვის.
საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი მდგომარეობაში ყოფნა 300, მეორე შემთხვევაში- 500, მესამეჯერ კი 700 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ''ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის'' ამ მიმართულებით გადახედვის წინადადებით მიმართა.
საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა - ამ ყოვლისმომცველმა წინადადებამ ''ბუსუსიანი'' პრეზერვატივების კანონის შემდეგ ყველაზე მეტად გაამხიარულა საზოგადოება.
მართალია, პარლამენტარები გვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი მანამდეც არსებობდა, თუმცა პატრულისგან კოცნისგან დაჯარიმებული წყვილები არავის ახსოვს. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს, პარკებსა და სკვერებში კოცნის აკრძალვას საზოგადოების ნაწილის პროტესტი და რიყეზე გამართული საჯარო კოცნის აქცია მოჰყვა.
ამ ერთი შეხედვით სასაცილო კანონს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და სახუმარო სტატუსებიც მიუძღვნა:
''სკაიპში კოცნა რამდენით ისჯება ბრატცი''
''მაიცა და ვინმემ გაიხადა ქუჩაში სახალხოდ და მე ეს გამომრჩა? აუ, თქვენს გაზრდას, ისიც აკრძალეთ რა მანქანასთან ჩაცუცქულ კაცებს ტრაკის ღარი რომ უჩანთ ხოლმე და სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვლისას გოგონებს რომ ტანგა გამოუჩნდებათ''
''შეშინებულ ცუკერბერგს კომენტარებში უკვე წაუშლია კოცნის სმაილიკი''
''ჯერ პრეზერვატივები აკძალეს, ახლა კოცნაზეა სანქციები. მგონი წეროების ბიზნესს აპირებენ''
''ერთი 300 ლარი ისე თუ არ გიგდია ტყუილად ჯიბეში, გარეთ არ გაისვლება''
''აბა, მშობიარობა რომ გინდათ უფასო, საიდანღაც ხომ უნდა შევიდეს ამისთვის ფული ხაზინაში, ჰოდა აკოცე''
''300 ლარი რომ გვქონდეს სკვერებში კი არ ვიზასავებდით''
''დროზე დარეკეთ, ჩვენ წინ ზასაობენ, ამოვიდნენ ყელში ეს კრიმინალები, დაბოგინობენ და აქვთ ერთი ამბავი''
სანამ ჯარიმებისგან დაშინებულები ზნეობრივები გავხდებით, ისიც გავარკვიეთ, რომ დაუმორჩილებლებს ციხე ელოდებათ. რადგან ამავე პროექტის თანამხად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით. მალე კოცნისთვის ნასამართლევებიც გვეყოლება.
''სიგარეტი ძვირდება, დალევა არაო, ქალზე გაფიქრებაც კი ჯარიმდება, აბა, მარტო დუდუკი ამ კანონების მიღებას მოახმარონ მშვიდობაში'' - ნერვიულობს ''ფეისბუქზე'' ლეიობორისტი გიორგი გუგავა.
მოკლედ, ახალი მთავრობა თუ მართლა კოცნაობით აპირებეს ბიუჯეტის შევსებას, მგონი, დროა მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვათ და ჯობია, ისევ კოაბიტაციის ხარჯზე გააგრძელონ სახელმწიფოს მართვა.