ეკოაქტივისტებმა ვენაში გუსტავ კლიმტის ტილოს დამცავ მინას ნავთობი შეასხეს

ეკოაქტივისტებმა ვენაში გუსტავ კლიმტის ტილოს დამცავ მინას ნავთობი შეასხეს

ეკოაქტივისტებმა ავსტრიის დედაქალაქში ცნობილი მხატვრის გუსტავ კლიმტის ტილოს დაზიანება სცადეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორი ადამიანი ვენაში, ლეოპოლდის მუზეუმში შევიდა, ერთ-ერთმა ტილოს სახელწოდებით „სიკვდილი და სიცოცხლე“ დამცავ მინას ნავთობი შეასხა, მეორემ კი ხელი შუშაზე მიიწება. ასე მათ ნავთობის მოპოვება გააპროტესტეს, რაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილებლას იწვევს. აქტივისტები ჯგუფ „უკანასკნელი თაობის“ წევრები არიან.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, 1915 წელს შექმნილი ტილო არ დაზიანებულა. ამასთან, მუზეუმში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ აქტივისტები იდეებს, თუმცა არ ეთანხმებიან მათ მეთოდებს.

ოქტომბერში, ლონდონში ეკოაქტივისტებმა ვან გოგის „მზესუმზირებს“ ტომატის სუპი შეასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი გერმანიაში ეკოაქტივისტებმა კლოდ მონეს „თივის ზვინებს“ კარტოფილის პიურე შეასხეს. არცერთი ტილო არ დაზიანებულა.