დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

დონალდ ტრამპის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც BBC წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეებმა ოფიციალური განაცხადი მაშინ შეიტანეს, როდესაც თავად ტრამპი ფლორიდაში, მის რეზიდენციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.

„ამერიკის დაბრუნდება ზუსტად ახლა იწყება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა.