ახალგაზრდობაში სიკვდილის რისკის კატეგორიაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე უცოლო მამაკაცები აღმოჩნდნენ და ამ საკითხში საკმაოდ უსწრებენ შინაბერებს.
მეცნიერების აზრით, 50 წლის ასაკამდე იმ მამაკაცების სიკვდილიანობა, რომლებიც 19-დან 44 წლამდე არ დაქორწინდნენ 58 პროცენტით მაღალია, ვიდრე დაქორწინებულების.
გამოკვლევები ამერიკის შეერთებულ შტატებში 70 ათას მამაკაცზე ჩატარდა. გაითვალიწინეს მოსახლეობის აღწერისა და სიკვდილიანობის მონაცემები 2001-2012 წლების პერიოდში. გამოკითხვის მონაწილეთა ნახევარი დაქორწინებული იყო, ყოველი მეათე - ქვრივი, ყოველი მეხუთე კი - მარტოხელა.
მარტოხელა მამაკაცების მდგომარეობა მძიმე სოციალური იზოლაციაა. სწორედ ეს ზრდის ადრეული სიკვდილის რისკს.
უცოლოებს მეტად ახასიათებს მიდრეკილებები მავნე და საშიში ჩვეულებებისადმი. მაგალითად, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, მწეველობის მიმართ. მარტოხელებს შორის გაცილებით მეტია ჰომოსექსუალისტი.