ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება, აძლიერებს მას ვიტამინებითა და მინერალებით.

ის ადამიანს ახალგაზრდობასაც უნარჩუნებს, რადგან მასში შემავალი A, E, PP და B2 ვიტამინები პასუხს აგებს ცხოვრების ტონუსის ამაღლებაზე, კანის ელასტიკურობაზე, სახის კანის ფერზე და რაც მთავარია ზედმეტ წონას ებრძვის.

კვირაში ერთი დღე შეგიძლიათ მხოლოდ ჟოლოთი დაიკმაყოფილოთ მადა. ორი კილოგრამი ჟოლო კარგად გარეცხეთ, გაყავით ხუთ ნაწილად და დღეში რამდენჯერმე მიირთვით.

სხვათა შორის, ჟოლოში აღმოჩენილია სალიცილის მჟავა, რომლის წყალობითაც ეს ხილი ბაქტერიოციდული თვისებებითაც გამოირჩევა.

ჟოლოს წვენი კი შეგიძლიათ, ნებისმიერ კერძს თამამად მიაყოლოთ. ის ზაფხულის ცხელ დღეებში წყურვილსაც კლავს.