გვარდიოლამ ტიაგო „ბაიერნში“ მიიწვია

გვარდიოლამ ტიაგო „ბაიერნში“ მიიწვია

რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „El Partido de las 12“ გაავრცელა ცნობა, რომ მიუნჰენის „ბაიერნის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბარსელონას“ 22 წლის ნახევარმცველი ტიაგო თავის გუნდში ოფიციალურად მიიწვია.

ცნობილი გახლდათ, რომ მოთამაშეს კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ უნდა გაეგრძელებინა. გუშინ, დღის პირველ ნახევარში ტიაგოს გვარდიოლა დაუკავშირდა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ ფეხბურთელმა გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ბარსას“ ყოფილმა დამრიგებელმა ტიაგოს „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მისცა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ კლუბში არაერთი მაღალი დონის ნახევარმცველი ირიცხება.

ცნობილი გახდა, რომ ტიაგო მიუნჰენელებთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.