სპაგეტი პამიდვრის სოუსით

სპაგეტი პამიდვრის სოუსით

ინგრედიენტები

1   შეკვრა სპაგეტი

6   ცალი მცირე ზომის პამიდორი

4   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   კბილი ნიორი

მარილი

მომზადებ

საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა 2 სუფრის კოვზი ზეთით. მასში მოათავსეთ კანგაცლილი ნივრის კბილი და უკანვე ამოიღეთ ტაფიდან, როგორც კი შეყავისფერდება. შემდეგ ტაფაში მოათავსეთ თესლგაცლილი, დაჭრილი პამიდვრები კანის გარეშე. შუშეთ 10 წუთით. მოაყარეთ მარილი და გადმოდგით ცეცხლიდან.

მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი. როგორც უმეტესად შეფუთვაზე მითითებულია ამას 8 წუთი დაჭირდება, ხოლო მარილი წყალში 7-10 გრამი უნდა იყოს ყოველ ერთ ლიტრზე. იმისათვის, რომ დრო დაზოგოთ მაკარონი შეგიძლიათ ხარშოთ პირველი ეტაპის პარალელურად.

სპაგეტის მოასხით მომზადებული პამიდვრის სოუსი. ზევიდანვე მოასხურეთ ცოტაოდენი ზეთი და გემრიელად მიირთვით!