სერიალ Stranger Things-ის ვარსკვლავის, მილი ბობი ბრაუნის, თქმით, მისმა შეყვარებულმა, ჯეიკ ბონჯოვმა, ადვილად შეამჩნია მისი და მისი კოლეგის, ნოა შნაპის, სიახლოვე. ჯეიკის აზრით, მილის და ნოას პლატონური სიყვარული აკავშირებთ.
მილი, რომელიც ახლახან დრიუ ბერიმორის შოუში იყო მიწვეული, შოუს ერთ-ერთ სეგმენტში, სახელად Red Light Confessions, მანქანით მგზავრობისას შეყვარებულზეც ესაუბრება ტელეწამყვანს.
"როცა ჩემს შეყვარებულ ჯეიკს პირველად შევხვდი, მითხრა: 'თქვენ ორნი ერთმანეთზე შეყვარებულები ხართ, მაგრამ ძალიან პლატონურად'", — გაანდო მილიმ დრიუს.
მილი ბობი ბრაუნსა და ნოა შნაპს ადრეც უსაუბრიათ, თუ რამდენად დაახლოვდნენ Stranger Things-ის გადაღების პროცესში, რომლის პრემიერაც ნეტფლიქსზე 2016 წელს შედგა. მსახიობებმა განაცხადეს, რომ მათ "ქორწინების პირობაც" ჰქონდათ დადებული, რომელიც ძალაში მაშინ შევიდოდა, თუკი 40 წლის ასაკში ორივე მათგანი მარტოხელა იქნებოდა. ასევე მილისა და ნოას თქმით, მათი მეგობრობის წყალობით, სერიალზეც უკეთ მუშაობდნენ.
მილისა და მომღერალ ჯონ ბონ ჯოვის შვილის, ჯეიკის, ურთიერთობის შესახებ კი 2021 წლის ნოემბერში გავიგეთ, როცა მილიმ მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა
2022 წლის BAFTA Film Awards-ის წითელ ხალიჩაზე წყვილი ერთად უკვე საჯაროდ გამოჩნდა.
შნაპთან დაკავშირებით კი ბრაუნმა აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო.
"ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ერთმანეთთან კავშირს, რომელიც პლატონური იყო, რაც საოცრად მშვენიერია," — უთხრა მსახიობმა დრიუ ბერიმორს.