შინაგან საქმეთა მინისტრი ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება.

მინისტრმა ავსტრიის შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფი WEGA მოინახულა, სპეციალური ტექნიკა დაათვალიერა და საჩვენებელ წვრთნებს დაეწრო.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება „ავსტრიის ფედერალურ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს. ავსტრიის მხრიდან ოქმს ხელს მოაწერს ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი იოანნა მიკლ–ლაიტნერი.

ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ეუთო–ს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანნიერთან.

შს მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში 11 ივლისს დასრულდება.