ნორვეგიის პრინცესა მართა ლუიზამ, ამერიკელ შამანთან ქორწინების გამო, სამეფო ოჯახის უფლებამოსილებებზე უარი თქვა. ამის შესახებ Local Norway წერს.
მეფე ჰარალდ V-ისა და დედოფალ სონიას ქალიშვილი ტიტულს შეინარჩუნებს, თუმცა ოფიციალურ ღონისძიებებზე ის ოჯახს ვეღარ წარადგენს. 51 წლის მართა ლუიზას განმარტებით, მან გადაწყვეტილება მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ნორვეგიის პრინცესის საქმრო აშშ-ის მოქალაქე, აფრიკული წარმოშობის დურეკ ვერეტია. წყვილმა ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო.