სტივენ სპილბერგი კვლავ საუკეთესოა

სტივენ სპილბერგი კვლავ საუკეთესოა

ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა ჟურნალმა “Entertainment Weekly“ გამოაქვეყნა რეიტინგი 25 უდიდესი კინორეჟისორისა, რომლებიც დღეს კინოში მუშაობენ.

ამ ნუსხას სათავეში კვლავ ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი და პროდიუსერი სტივენ სპილბერგი ჩაუდგა.

გამოცემის აზრით, მისი ნიჭი განსაკუთრებულად ფილმებში „შინდლერის სია”, „ყბები”, „მიუნჰენი” და „რიგითი რაიანის გადასარჩენად” გამოვლინდა.

მეორე ადგილი პიტერ ჯექსონს ერგო. ტრილოგიამ „ბეჭდების მბრძანებელმა” და სურათმა „კინგ კონგი” ჯექსონს სახელი საქვეყნოდ გაუთქვა.

საპატიო მესამე ადგილზე მარტინ სკორსეზე აღმოჩნდა. მას ეკუთვნის სურათები „განდგომილები”, „კარგი ბიჭები”. „ავატარი”, „ნიუ-იორკის ბანდები” და სხვა არაერთი შედევრად აღიარებული ნამუშევარი.