გეი-აღლუმი საქართველოში

გეი-აღლუმი საქართველოში

[გაზეთი „ბანკები და ფინანსები“]
თბილისში ან ბათუმში გეი-აღლუმის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ამ ბოლო დროს ინტენსიურად ვრცელდება, განსაკუთრებით ინტერნეტ-ფორუმებზე, აღლუმის გამართვა სწორედ იმ პერიოდშია ნავარაუდევი, როდესაც თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქგარეთაა გასული. სახელდება უფრო ზუსტი დროც – 26 აგვისტო.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მერიას ვთხოვეთ, თუმცა როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამუნა დვალმა გვაცნობა ასეთი განაცხადი მერიაში არ შესულა, თუმცა თუ მსგავსი რამ მოხდება, მერია კანონით ვალდებულია ნებისმიერი ადამიანის განაცხადი მიიღოს ცნობად, იქედან გამომდინარე, რომ მერია არ გასცემს თანხმობას, ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარებაზე, ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს კანონით აქვს უფლება ჩაატაროს მანიფესტაცია, უბრალოდ, მერია ამის შესახებ ცნობას იღებს. ამ ფაქტს ბათუმის მერიაშიც უარყოფენ.

საპატრიარქო, კერძოდ მისი პრეს-სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ აზრს მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც მერიაში განაცხადი შევა.

როგორც ცნობილია „გეები“ მანიფესტის მიხედვით მოქმედებენ, მანიფესტი „გეების“ ერთ-ერთ ჟურნალში 1987 წელს დაიბეჭდა. იქ პირდაპირ არის აღწერილი, რა გეგმები აქვთ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს. მანიფესტი იწყება სიტყვებით - „ჩვენ თქვენს შვილებს სექსუალურად გამოვიყენებთ... გავრყვნით თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში, გიმნაზიებში, სპორტულ დარბაზებში, სემინარიებში“...

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უზნეო ადამიანები, ჰეტეროსექსუალები, იმავე პრინციპით მოქმედებენ თავიანთი სექსუალური აღვირახსნილობის ობიექტების მიმართ.

„ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ თქვენს რიგებში შემოვაღწიეთ. ჩვენ გვეყოფა გამბედაობა, გამოვიყენოთ იარაღი და ავაგოთ ბარიკადები საბოლოო რევოლუციისთვის. ძრწოდეთ, ჰეტეროღორებო, რადგან თქვენ წინაშე ნიღბების გარეშე წარვდგებით,“ - აშინებენ საზოგადოებას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები.

იმავე მანიფესტში წერია, რომ „ოჯახი, როგორც ტყუილის, ღალატის, სიმხდალის, პირფერობისა და სისასტიკის განსახიერება, ლიკვიდირებულ იქნება“. ანუ, არ არის მარტივად ყველაფერი, ასეთი ორიენტაციის ადამიანები ცოტანი არ არიან.

„ყველა ადამიანი არის ამ ქვეყანაში თავისუფალი თავის ქმედებებში ის რაც ჯდება კანონის ფარგლებში, დასაშვებია, ვიღაცას აქციის გამართვა უნდა და ვიღაცას აღლუმის, მთავარია კანონს არ არღვევდეს და ჯდებოდეს კონსტიტუციის ფარგლებში. ბევრისთვის ეს მიუღებელია, ბევრისთვის ეს შეიძლება საერთოდ, არ არის საინტერესო, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები მიუხედავად თავისი განსხვავებული შეხედულებებისა, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში კანონით აქვთ აღლუმის გამართვის უფლება. არავინ არ კითხავს ამას ეკლესიას, ეს არ არის არავისი საქმე, ეს არის პირადად იმ ადამიანების გადასაწყვეტი თუ ამას გააკეთებენ, ვერავინ ვერ დაუშლის მათ ამას, სახელმწიფო, ვერც ეკლესია და ვერც ვერავინ.“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ.

რა თქმა უნდა, სექსუალური უმციტრესობის წარმომადგენლები იმავე უფლებებით სარგებლობენ, რითაც ყველა დანარჩენი. თუმცა, ვფიქრობ, გეი-აღლუმის გამართვა საქართველოში დაუშვებელია. ეს შეურაცხყოფს საზოგადოების უმრავლესობის პატივს, ღირსებას და რელიგიურ მრწამს. ნებისმიერი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ასეთი აღლუმების წინააღმდეგია გამოკითხულთა მინიმუმ 50%-ს პლუს ერთი ადამიანი. აქედან გამომდინარე, გეი-აღლუმების გამართვა საქართველოში ამ ისტორიულ ეტაპზე მიუღებელი და დაუშვებელია.

თუ მავანნი ამას მაინც ცდილობენ, აქედან არცთუ სახარბიელო დასკვნა გამომდინარეობს – ვიღაც-ვიღაცეებს გრანტები უნდათ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ვიღაცას უნდა მთელ მსოფლიოს დაანახოს, რაოდენ კონსერვატიული და არატოლერანტულია ქართული საზოგადოება თავისი „ორთოდოქსული“ რელიგიით და მხოლოდ მისი ერთი, მცირე, ნაწილია პროგრესის მომხრე და შუქურა. სინგაპურზე მეოცნებე ქართველი ნიამორები ჯერ არ დაფიქრებულან ერთ მარტივ საკითხზე – ჯერ ასეთი აღლუმი არ ჩატარებულა თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაშიც კი. ა, უამისოდაც „დემოკრატიული შუქურა“ ვერ გავხდებით? რატომ, ჯერ ამ სამოთხემდე, ჩვენ შევეცადოთ და წინ სხვები გავუშვათ, ვითომ ამით დაგვაკლდება რამე?

ასე რომ, „ქალებო, ჯერ იკივლეთ თქვენ და ვიკივლებთ ჩვენც“...