რაული „სანტიაგო ბერნაბეუს“ დაუბრუნდა

რაული „სანტიაგო ბერნაბეუს“ დაუბრუნდა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი რაული აზიის კონტინენტზე ასპარეზობს.

36 წლის შემტევი ამჟამად ყატარულ „ალ-სადში“ თამაშობს. გასულ წელს ამ გუნდის რიგებში ესპანელმა 22 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ აქტივში 9 გოლი მიითვალა.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ რაული მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონს ერთი დღით დაუბრუნდება.

22 აგვისტოს, მადრიდის „რეალი“ სანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის გადამწყვეტ მატჩში რაულის ამჟამინდელ გუნდ „ალ-სადს“ უმასპინძლებს.

ცნობილი გახდა, რომ რაული ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს და ორივე კლუბის მაისურს მოირგებს.

პირველ ტაიმში მოთამაშე „რეალის“ ღირსებას დაიცავს, მეორე 45 წუთს კი აზიური კლუბის რიგებში გაატარებს.