ედინსონ კავანი „პსჟ“-ში გადავიდა

ედინსონ კავანი „პსჟ“-ში გადავიდა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანის მომავალი კლუბის ვინაობის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტები კავანის ლონდონის „ჩელსიში“ „აგზავნიდნენ“. სამწუხაროდ  ჩვენი ბრიტანელი კოლეგები შეცდნენ. 

ფრანგული გამოცემების, „L’Equipe“-სა და „Le Parisien“-ის მტკიცებით, 26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი „პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელი ხვალ გახდება.

ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ-მ შეთანხმებას როგორც „ნაპოლისთან”, ასევე თავად ფეხბურთელთან მიაღწია.

პარიზელები იტალიელების მიერ მოთხოვნილ 63 მილიონს გადაიხდიან, ურუგვაელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ და მას წლიურ ხელფასს 10 მილიონს დაუნიშნავენ.

ცნობილი გახდა რომ ეს ტრანსფერი ხვალ, 10 ივლისს ოფიციალურად გაფორმდება.