რეპერი TAKEOFF ჰიუსტონში მოკლეს

რეპერი TAKEOFF ჰიუსტონში მოკლეს

ჰიუსტონში 28 წლის რეპერი, ჰიპ-ჰოპ კოლექტივ Migos-ის ყოფილი წევრი Takeoff მოკლეს.

მუსიკოსი ბოულინგის ცენტრში, ბენდის კიდევ ერთ წევრთან Quav-სთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. უცნობმა მას ცეცხლი გაუხსნა, რეპერი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის თქმით წვეულებაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.