დიმიტრი მედვედევი კვლავ ბირთვული იარაღით იმუქრება

დიმიტრი მედვედევი კვლავ ბირთვული იარაღით იმუქრება

დიმიტრი მედვედევი კვლავ ბირთვული იარაღით იმუქრება. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მისი გამოყენებისკენ რუსეთს დასავლეთი უბიძგებს.

„დასავლური ქვეყნების ცნობილი თეზისია, რომ რუსეთს არ უნდა მისცენ ომის მოგების უფლება. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა – ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მათ ეკუთვნოდათ, ანუ რუსეთისგან მათი დაბრუნება. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის ნგრევას. ეს პირდაპირი საბაბია რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მე-19 პუნქტის გამოსაყენებლად,“- აცხადებს მედვედევი.