ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რაც 2019 წლიდან რიგით მეხუთე არჩევნებია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, განისაზღვრება 25-ე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა, რის შემდეგაც სამთავრობო კოალიციის შექმნის პროცედურა დაიწყება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ არჩევნებზე ხმის მიცემა 6.78 მილიონ ამომრჩეველს შეეძლება.

მთლიანობაში, ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 000 საარჩევნო უბანი იმუშავებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება.

უახლესი გამოკითხვების თანახმად, პარტიულ რეიტინგში არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატი ოპოზიციის ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდია, რომელსაც პარლამენტში 30 მანდატის მიღება შეუძლია.