ოქტომბერი “ჰელოუინის” დღესასწაულის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი თვეა.
დრო, რომლისთვისაც ბევრი ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ემზადება. მათ შორის არიან ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი და რუსი მოდელი ირინა შეიკი, რომლებიც დღესასწაულს ტრადიციულად ქალიშვილთან, 5 წლის ლეასთან ერთად ატარებენ.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან ბრედლი და ირინა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ურთიერთობის აღდენას ცდილობენ და ისინი ქალიშვილის გამო შერიგებას ცდილობენ. ყოფილი ვარსკვლავური წყვილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.