ბრიტანელმა კაცმა კოვენტრიში მდებარე ბიბლიოთეკას დაუბრუნა წიგნი (რიჩარდ ჯეფერისის „წითელი ირემი“), რომელიც მისმა ბაბუამ დაწესებულებიდან 1938 წელს გაიტანა.
84-წლიანი ვადაგადაცილებისთვის, კაცმა ბიბლიოთეკას £18.27 გადაუხადა.
როგორც ის ამბობს, ბაბუა უკვე გარდაცვლილია და მის მიერ ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი დედის ძველ ნივთებს შორის აღმოაჩინა.