პრინ­ცი ჰარი თა­ვის მე­მუ­ა­რებს 2023 წლის 10 იან­ვარს გა­მოს­ცემს

პრინ­ცი ჰარი თა­ვის მე­მუ­ა­რებს 2023 წლის 10 იან­ვარს გა­მოს­ცემს

პრინ­ცი ჰარი თა­ვის მე­მუ­ა­რებს 2023 წლის 10 იან­ვარს გა­მოს­ცემს და მას სა­ხე­ლად „სათადარიგო“ ერ­ქმე­ვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Vanity Fair ავრცელებს.

"ეს მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი იყო: ორი პა­ტა­რა ბიჭუნა, ორი პრინცი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი დე­დის ცხე­დარს მი­ა­ცი­ლე­ბენ. ამ მო­მენტს მთე­ლი მსოფ­ლიო შეწუხებული უყუ­რებ­და. როცა უელ­სის პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა დაკ­რძა­ლეს, მი­ლი­არ­დო­ბით ადამიანს აინ­ტე­რე­სებ­და, თუ რას ფიქ­რობ­დნენ და გა­ნიც­დიდ­ნენ მა­შინ პრინ­ცე­ბი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მათი ცხოვ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში. ეს ის­ტო­რია კი ჰა­რის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. თა­ვი­სი პირდაპირი, ურ­ყე­ვი გუ­ლახ­დი­ლო­ბით. “Spare" სავ­სეა სიძ­ნე­ლე­ე­ბით, მო­პო­ვე­ბუ­ლი სიბ­რძნით, რო­მე­ლიც მწუხარებაზე სიყვარულის მა­რა­დი­უ­ლი ძა­ლის გა­მარ­ჯვე­ბას შე­ე­ხე­ბა", - წერია მე­მუ­ა­რე­ბის ოფიციალურ აღ­წე­რა­ში.

მემუარებში პრინცი ჰარი გვიყ­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­წინ გატარებულ ბავშვობაზე, ბავშვობის მო­გო­ნე­ბებ­ზე.

პრინცი ჰარი წიგნიდან შემოსული თანხის ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს. კერძოდ, 1,5 მილიონ დოლარით Sentebale-ს, აივ/შიდსზე ორიენტირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმარებიან სამხრეთ აფრიკაში, 300 ათასი ბრიტანული ფუნტით კი WellChild-ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.

Spare გამოვა ზუსტად ოთხი თვის შემდეგ დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალებიდან და მეფე ჩარლზ III-ის ტახტზე ასვლიდან. წიგნი 16 ენაზე გამოიცემა.