რიანამ დაადასტურა, რომ მისი ახალი სიმღერა, Lift Me Up, 28 ოქტომბერს გამოვა

რიანამ დაადასტურა, რომ მისი ახალი სიმღერა, Lift Me Up, 28 ოქტომბერს გამოვა

რიანას ფანების სასიხარულოდ, ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ მისი ახალი სიმღერა, Lift Me Up, ამ პარასკევს გამოვა ოფიციალურად. 

14-წამიანი კლიპი აჩვენებს ასო R-ს, იმავე ფონტით დაწერილს, როგორც ფილმის, Black Panther: Wakanda Forever-ს, ტრეილერებში ვხვდებით. კლიპი სიმღერის პაწაწინა ნაწყვეტსაც გვიჩვენებს, რომელიც არა სიტყვებისგან, არამედ ღიღინისმაგვარი ბგერებისგან შედგება. იგი ჩედვიკ ბოუზმენს, Black Panther-ის ვარსკვლავს, ეძღვნება, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა.

სიმღერა ხვალ, 28 ოქტომბერს გამოვა. მასზე ერთად იმუშავეს რიანამ, ნიგერიელმა მომღერალმა ტემსმა, შვედმა კომპოზიტორმა ლუდვიგ გორანსონმა და შავი პანტერას რეჟისორმა რაიან გუგლერმა.

"რაიანთან საუბრის და იმის შემდეგ, რაც რეჟისორის როლში ვნახე ფილმზე და სიმღერაზე მუშაობისას, მინდოდა რამე ისეთი დამეწერა, რაც ყველა იმ ადამიანთან ჩახუტების მსგავსი იქნებოდა, ვინც ცხოვრებაში დამიკარგავს. შევეცადე, წარმომედგინა, რა გრძნობა იქნებოდა, ახლა მათთვის სიმღერა რომ შემძლებოდა და გამომეხატა, თუ რამდენად მენატრებიან,"— განაცხადა ტემსმა. — "რიანა ჩემთვის შთაგონების წყაროა, ამიტომ ფაქტი, რომ მან შეასრულა ეს სიმღერა, ჩემთვის დიდი პატივია."

შავი პანტერასთვის დაწერილი მუსიკის ორიგინალი ვერსია, რომელიც გორანსონმა შექმნა, 11 ნოემბერს იქნება ხელმისწავდომი Hollywood Records-ის საშუალებით.

18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რიანამ ორი სიმღერა ჩაწერა შავი პანტერასთვის, რომლებიც ვარსკვლავისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველი სოლო სიმღერები იქნება. რიანა ასევე 2023 წლის სუპერთასის ნახევარფინალშიც წარდგება სცენაზე.

Black Panther: Wakanda Forever-ს პრემიერა 11 ნოემბერს შედგება. ეს არის პირველი ფილმი მას შემდეგ, რაც შავი პანტერას მსახიობი ჩედვიკ ბოუზმენი 2020 წელს სიმსივნით დაიღუპა.