ამერიკელმა შემსრულებელმა Lil Nas X-მა ეკოაქტივისტების მიერ ვინსენტ ვან გოგის „მზესუმზირებზე“ თავდასხმის გამო „შურისძიება“ გადაწყვიტა.
მუსიკოსმა ფოტორედაქტორის გამოყენებით ენდი უორჰოლის მიერ დახატულ ტომატის სუპის ქილას ნიდერლანდელი მხატვრის ნახატი „ესროლა“. „შურს ვიძიებ შენზე მისტერ ვან გოგის გამო“, - ასეთი წარწერა დაურთო Lil Nas X-მა სოცქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს.
ცოტა ხნის წინ, ლონდონში ეკოაქტივისტებმა ვან გოგის „მზესუმზირებს“ ტომატის სუპი შეასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი გერმანიაში ეკოაქტივისტებმა კლოდ მონეს „თივის ზვინებს“ კარტოფილის პიურე შეასხეს. არცერთი ტილო არ დაზიანებულა.