ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე მოხვდა

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე მოხვდა

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელსაც ბევრი სახელით Depressed Georgian in South Korea იცნობს, საერთაშორისო ჟურნალ MALVIE Magazine-ის გარეკანზე მოხვდა. სოფიამ ფოტოები გამომწერებს სოციალურ ქსელში თავად გაუზიარა.

სოფია სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და სოციალურ ქსელებში გამომწერებს თავის ყოველდღიურობასა და საქმიანობაზე ძალიან ხშირად უყვება. სოფია სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთანაც თანამშრომლობს.

აღსანიშნავია, რომ სამოდელო საქმიანობასთან ერთად, სოფია კორეული ენის მასწავლებელიცაა.