ვენეციაში ტურისტებმა გონდოლა მოიპარეს

ვენეციაში ტურისტებმა გონდოლა მოიპარეს

ვენეციაში დააკავეს ორი ფრანგი ტურისტი, რომელმაც გონდოლა მოიპარა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

გონდოლას მეპატრონის თქმით, ნავის საფარი, ბალიშები, დეკორაციები და სხვა ნივთები ასობით დოლარის ღირებულებისაა. ქურდებმა ისინი არხში ჩაყარეს და ცურვა გააგრძელეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები 30 წლამდე ასაკის კაცები არიან.

„ისინი ბედნიერები ჩანდნენ, იცინოდნენ და ბოდიშიც არ მოუხდიათ. მე მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია საფრანგეთში. ძალიან გაუმართლათ, რომ პოლიციამ ერთმანეთის პირისპირ არ დაგვტოვა, თორემ დიდი სიამოვნებით გავულაწუნებდი“, - ამბობს გონდოლას მეპატრონე.

გარდა იმისა, რომ დაკავებულებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ, შესაძლოა, ზიანის ანაზღაურებაც დაევალოთ.