ჯონ ლენონის უკანასკნელი წერილი აუქციონზე გაიყიდა

ჯონ ლენონის უკანასკნელი წერილი აუქციონზე გაიყიდა

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის უკანასკნელი წერილი აუქციონზე Gotta Have Rock and Roll გაიყიდა. ამის შესახებ TMZ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ანონიმურმა მყიდველმა The Beatles-ის წევრის წერილი 63 750 დოლარად შეიძინა. წერილი საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი, მისი ადრესატი კი ლენონის ბუღალტერია.

ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში მოკლეს. მარკ ჩეპმენმა მუსიკოს ორჯერ ესროლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ლენონ ჩეპმენს ავტოგრაფი მისცა.