გერმანიაში, პოტსდამში მოძრაობის Letzte Generation („უკანასკნელი თაობა“) აქტივისტებმა მუზეუმში იმპრესიონისტ კლოდ მონეს ტილოს „თივის ზვინები“ კარტოფილის პიურე შეასხეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ აქტივისტები იატაკზე დასხდნენ და საკუთარი ხელები ტილოს ქვეშ, კედელს მიაწებეს.
„ხალხი შიმშილობს, იყინება, იხოცება - კლიმატურ კატასტროფაში ვიმყოფებით, თქვენ კი მხოლოდ ნახატებზე ტომატის სუპისა და კარტოფილის პიურესი გეშინიათ“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. ორივე აქვისტი პოლიციამ დააკავა. მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, ნახატი არ დაზიანებულა.
გასულ კვირას ორგანიზაციის „Just Stop Oil“ აქტივისტებმა ვან გოგის ცნობილ ტილოს „მზესუმზირებს“ ტომატის სუპი შეასხეს.