რამდენიმე საათის წინ თურქულმა გამოცემამ „Turkish Football” გაავრცელა ცნობა, რომ ტოგოს ეროვნული გუნდისა და „ტოტენჰემის“ 29 წლის თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.
გუშინ ზემოთდასახელებული ორივე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ და მომავალი ტრანსფერის დეტალები სრულად განიხილეს.
2013-2014 წლების სეზონში „ბეშიქთაშს“ ხორვატი ფეხბურთის სპეციალისტი სლავენ ბილიჩი უხელმძღვანელებს.
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა დამრიგებელმა ახალი კლუბის მფლობელებს უპირველეს რიგში ემანუელ ადებაიორის შეძენა მოსთხოვა.
თურქული მას-მედიის მტკიცებით, აფრიკელი ემანუელი უახლოეს დღეებში სტამბულს ეწვევა და „ბეშიქთაშთან“ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.