პირველი ადამიანი, რომელიც 1973 წელს ანაბიოზურ ძილს მიეცა, ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეიმს ბედფორდი გახლდათ.
კრიონიკაზე იგი მას შემდეგ დათანხმა, როდესაც შეიტყო, რომ ფილტვების კიბოსგან კვდებოდა. მისი სხეული ამერიკის სიცოცხლის გახანგრძლივების ფონდში ინახება.
ფსიქოლოგი სპეციალურ საკანში - კრიოსტატში თავდაყირა დგას.
სადღეისოდ გაყინულთა საერთო რიცხვი უცნობია. კულუარული ინფორმაციით ამ ადამიანთა რაოდენობა 300-400 კაცამდე მერყეობს.
ბევრს მიაჩნია, რომ კრიოსტატში დღემდე იმყოფებიან სალვადორ დალი, უოლტ დისნეი და ელვის პრესლი.