შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი დემოკრატიულ საზოგადოებაში (ვიდეო)

შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი დემოკრატიულ საზოგადოებაში (ვიდეო)

დღეს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ორგანიზებით გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თომას კოსენდაისთან შეხვედრა გაიმართა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და ბუნდესთგის დეპუტეტის თომას კოსენდაის საჯარო მოხსენების თემას შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი წარმოადგენდა. გერმანელმა მაღალჩინოსანმა საკუთრი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს თვდაცვის მინისტრის მოადგილე თმარ ქაროსანიძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. საუბრის ერთ-ერთ მთვარ თემას საქართველოს თავდაცვის სისტემაზე სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები წარმოადგენდა.