მაინტერესებს, დღეს თვლიან თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომდგენლები, რომ მაშინ გირგვლიანის საქმეზე, როდესაც ასევე იყო განცხადებები, დაისაჯა ხალხი, დაიჭირეს ვიღაცეები და ასე შემდეგ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ აეღო მაშინდელ ხელმძღვანელობას, ვისაც ეს ეკუთვნოდა, იქნებოდა თუ არა ეს უკეთესი “ნაციონალური მოძრაობისთვის”_ ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“გავიხსენოთ წინა ხელისუფლება, გავიხსენოთ ყველაზე მტკივნეული საქმე ” ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, ეს იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. მაინტერესებს, დღეს თვლიან თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომდგენლები, რომ მაშინ გირგვლიანის საქმეზე, როდესაც ასევე იყო განცხადებები, დაისაჯა ხალხი, დაიჭირეს ვიღაცეები და ასე შემდეგ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ აეღო მაშინდელ ხელმძღვანელობას, ვისაც ეს ეკუთვნოდა, იქნებოდა თუ არა ეს უკეთესი “ნაციონალური მოძრაობისთვის”_ განაცხადა სალომე სამადაშვილმა.