თეა წულუკიანი: დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და შემდეგ ციხეში მოხვედრა

თეა წულუკიანი: დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და შემდეგ ციხეში მოხვედრა

თეა წულუკიანი ევროპულ საბჭოში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნას გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი საქართველოში არაერთ საქმეზეა მსჯავრდებული.

„ზურაბ ადეიშვილი ბრალდებული და მსჯავრდებულია არაერთ საქმეზე. ამის ფონზე უკრაინის სახელმწიფო მაღალი დონის სტრუქტურები არ ერიდებიან მასთან თანამშრომლობას. დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და შემდეგ ციხეში მოხვედრა“, - განახადა წულუკიანმა.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.