სანდრა ბალოკმა აფრები აუშვა

სანდრა ბალოკმა აფრები აუშვა

სულ ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა მსახიობმა, სკარლეტ იოჰანსონმა, განაცხადა, რომ ქმარს, რაიან რეინოლდსს, შორდება. ის-ის იყო, სასამართლოში განცხადება შეიტანა, რომ ხმა გავრცელდა - მისმა მეუღლემ ჰოლივუდის ვარსკვლავ სანდრა ბალოკთან გააბა რომანი.

 

როგორც იცით, ბალოკიც ცოტა ხნის წინ გაშორდა ქმარს, ჯესი ჯეიმსს. ცხადია, წყვილს ჯერ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, პაპარაცებს რას გამოაპარებ. მათ რეინოლდსი უკვე რამდენჯერმე “გამოიჭირეს“, როცა ის ბალოკს ბინაზე, ჯეკსონ ჰოლში სტუმრობდა.

 

ფარული შეყვარებულები ამტკიცებენ, რომ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა, როგორც Radaronline.com იტყობინება, ახალი წელი მათ ერთად გაატარეს. შეგახსენებთ, რომ 46 წლის სანდრა ბალოკი და 34 წლის რაიან რეინოლდსი 2009 წელს ერთად მონაწილეობდნენ ფილმში "წინადადება“, სადაც მათ საკმაოდ მრავალი ეროტიკული სცენა ჰქონდათ და ბალოკი იქ აბსოლუტურად შიშველი გახლდათ.

atb.ge