თამარ ჩარკვიანი: ხალხნო რა შუაში ვინ მოგწონთ და ვინ არ მოგწონთ, თორემ ახლა მე მეპიტნავება ბევრი ოპოზიციაში

თამარ ჩარკვიანი: ხალხნო რა შუაში ვინ მოგწონთ და ვინ არ მოგწონთ, თორემ ახლა მე მეპიტნავება ბევრი ოპოზიციაში

უნდა შევქმნათ დასავლური ტიპის დემოკრატიული ჯებირი და ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, რომ ვაიძულოთ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს_ ამის შესახებ “კანონი და სამართლის” ლიდერმა თამარ ჩარკვიანმა “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

“ხალხნო რა შუაში ვინ მოგწონთ და ვინ არ მოგწონთ, თორემ ახლა მე მეპიტნავება ბევრი ოპოზიციაში, ძალიან ცდება ვინმე, თუ ფიქრობს, რომ მე არ მაქვს გარკვეული აზრი ვიღაცეებზე. მაგრამ ახლა იმისთვის, რომ კორუფციულმა ნიაღვარმა და შლამმა არ ჩაძიროს ჩვენი შვილები, მთელი ქვეყანა და სასაკლაოდ არ იქცეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უნდა შევქმნათ დასავლური ტიპის დემოკრატიული ჯებირი და ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, რომ ვაიძულოთ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს“ _ აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.