ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე: მე მგონი, მის გუნდშიც იციან, თუ როგორი დაცლილია ყოველგვარი ღირებულებებისა და პრინციპებისგან

ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე: მე მგონი, მის გუნდშიც იციან, თუ როგორი დაცლილია ყოველგვარი ღირებულებებისა და პრინციპებისგან

მას [გიორგი ვაშაძე] არ აქვს ის ავტორიტეტი და გავლენა, რომ რამე შეძლოს, მცდელობა აქვს, ბუნებრივია, მასაც და სხვებსაც რადიკალურ ოპოზიციაში, რომ რამენაირად ეს ევროპული ინტეგრაცია არ ასოცირდებოდეს „ქართულ ოცნებასთან“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბრიუსელში საქართველოს იმიჯის დაზიანების მიზნით იმყოფება.

„მე მგონი თავის გუნდშიც იციან, თუ როგორი დაცლილია ყოველგვარი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან. მისთვის მთავარია, იშოვოს დაფინანსება და მოვიდეს ხელისუფლებაში, სხვა არ აინტერესებს. მეტსაც გეტყვით, ხომ ჰქვიათ რეფორმების ჯგუფი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გვქონდა რეგლამენტში ასახული და მეორე და მესამე მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს. ესაა მათი ორმაგი სტანდარტი. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზეც თავიდან ამბობდნენ, უნდა მივიღოთო, გადმოვიღეთ უკრაინული მოდელი, ოლიგარქი აქაც და იქაც არის ერთი და იგივე კრიტერიუმებით დასახელებული და ახლა უკვე ეს კანონი არ მოსწონთ. რატომ? - იმიტომ რომ იციან, რომ შეეხება კეზერაშვილს, შეეხება ჭიჭე ვაშაძის და მის დამფინანსებელს, ლელოს და მის დამფუძნებლებს“, - განაცხადა ზარქუამ „ქრონიკასთან“.