„ქართლი ოცნების“ ვერანაირი რიტორიკა ვერ აგვაღებინებს ხელს იმაზე, რაც სიმართლეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს დადასტურებულია ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებითაც _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ქართლი ოცნების“ ვერანაირი რიტორიკა ვერ აგვაღებინებს ხელს იმაზე, რაც სიმართლეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს დადასტურებულია ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებითაც და ამიერიდან უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებითაც. მიხეილ სააკაშვილი აღიარებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრად ამ ბოლო გადაწყვეტილებით, არამედ აღიარებულია პუტინის მიერ დევნილ პოლიტიკურ პატიმრად, როგორც სხვადასხვა ადამიანები მთელს მსოფლიოში. ევროპის პოლიტიკური ვერდიქტი არის გამოტანილი. ყველა დაეთანხმა უკვე, ევროპის პარლამენტი, ცალკეული ლიდერები, აშშ-ც, ახლა უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური პატიმრობაა.
რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცამ რაღაც დოკუმენტი შეაპარა, ეს მეტყველებს მათ სიბრიყვეზე, ამ ადამიანების პრიმიტივიზმზე, ვერ გაგებაზე იმისა, რაც ხდება მსოფლიოში. ცივილიზაციური ბრძოლაა დაწყებული რუსეთსა და მთელს თავისუფალ სამყაროს შორის და ჩვენგან ყველა მოელის, რომ გვქონდეს პოზიცია ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.