ირაკლი ზარქუა: ძალიან ცუდია რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მე მათ ტრაგედიაზე მონადირენი დავარქვი

ირაკლი ზარქუა: ძალიან ცუდია რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მე მათ ტრაგედიაზე მონადირენი დავარქვი

ძალიან ცუდია რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მე მათ ტრაგედიაზე მონადირენი დავარქვი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს მერიასთან მივიდნენ, 10 კაციც ვერ შეკრიბეს, აფრიალებდნენ დღის წესრიგს, თურმე კახი კალაძე კონცერტებზე საუბარს აპირებდა. ამით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და შექმნან რაღაცის მუხტი. მათ მხოლოდ სიცრუის ტირაჟირება შეუძლიათ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღეს, თბილისის მთავრობის სხდომის პარალელურად, თბილისის მერიასთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერიაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.