ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც არაერთ დანაშაულში მხილებული ადეიშვილი უფლებების დამცველად გვევლინება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანი, რომელიც მხილებულია არაერთ დანაშაულში და რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც შემოქმედი იმ ავტორიტარული დანაშაულებრივი რეჟიმის, გვევლინება თითქოს უფლებების დამცველად. ეს არის ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს არის იმ ადამიების შეურაცხყოფა, ვინც თავის თავზე გამოიარა ის მძიმე რეჟიმი, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.