ლევან ბეჟაშვილი: შეხვედრაში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობა ნათელი დადასტურებაა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ხასიათის იყო

ლევან ბეჟაშვილი: შეხვედრაში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობა ნათელი დადასტურებაა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ხასიათის იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ხასიათის იყო, რასაც ადასტურებს მისი მონაწილეობა ევროპულ საბჭოში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე გამართულ შეხვედრაში.

„ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასეთი წარმომადგენლობა ნათელი დადასტურებაა, რომ ადეიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ხასიათის იყო“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

amo მაგ სიმართლით გატაროთ შენ და ევროსაბჭო უფალმა
2 წლის უკან