პაატა მანჯგალაძე: წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის

პაატა მანჯგალაძე: წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის

,,არავითარი წარმოდგენა ადეიშვილის არც ახლანდელ საქმიანობაზე და წარსულშიც კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის,’’ - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესახებ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ადეიშვილის დანაშაულების შესახებ იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.  

,,უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და თვითონ გადაწყვეტს, ჩვენს გარეშე ვინ ჭირდება ამ ფორუმზე იყოს მისი წარმომადგენელი. არავითარი წარმოდგენა ადეიშვილის არც ახლანდელ საქმიანობაზე და წარსულშიც, კონკრეტული დანაშაულების შესახებ, ჩემთვის ცნობილი არ არის,’’ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.