ირაკლი კობახიძე ლომჯარიაზე: არ გამოვრიცხავ, თუნდაც ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას - ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად

ირაკლი კობახიძე ლომჯარიაზე: არ გამოვრიცხავ, თუნდაც ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას - ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად

,,ლომჯარია ისეა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რომ არ გამოვრიცხავ, თუნდაც ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას - ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ფაქტი. მისი თქმით, ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა, რადგან ქართულ ოცნებას საკმარისი 90 ხმა არ გააჩნია.

,,საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოება შეაფასებს ამას. თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი ვერ მოახერხებს სახალხო დამცველის არჩევას, მაგრამ ისინი ასეთი ტრიუკებით დატოვებენ ბურჯანაძეს დე-ფაქტო სახალხო დამცველად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იქნება მძიმე მოვლენა და საზოგადოებამ ეს უნდა შეაფასოს. ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს 90 ხმა. რაც შეეხება „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ისინი საკუთარი პასუხისმგებლობით იღებენ გადაწყვეტილებას. თუ მეკითხებით ფაქტობრივად რას ცვლის, მოხდება ის, რომ პარლამენტს მოუწევს ცხრამეტივე კანდიდატთან გასაუბრების, ნაცვლად შვიდი, რვა, ცხრა კანდიდატისა. ტექნიკურად, ეს პარლამენტისთვის ნიშნავს მეტ ტვირთს, მაგრამ გამჭვირვალეობისთვის შეიძლება არც იყოს ცუდი ,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli დანარჩენი 2 კანდიდატი უკეთესია??!!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვერ გავიგე სახალხო დამცველს რატომ ირჩევს პარლამენტი?! თუ პარლამენტი ირჩევს უნდა ერქვას პარლამენტის დამცველი! სახლხო დამცველი კი უნდა აირჩეს საეღო სახალხო ხმის მიცემით! თქვენ უგორთ კოჭი გარყვნილ და მტარვალ დასავლეთს და უცბსათ თუ აღოაჩენთ, რომ აღარც ხელისუფლება გაქვთ და აღარც ქვეყანა გვაქვს, მაშინ უკვე გვინი იქნება!
2 წლის უკან