რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას აღნიშნა, „კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“.
„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.