ანტონიო ბანდერასი მალაგაში დასახლებას აპირებს

ანტონიო ბანდერასი მალაგაში დასახლებას აპირებს

გასულ წელს ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჰოლივუდში მოღვაწე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებასა და ცხოვრებას გეგმავდა.

მსახიობის სამწუხაროდ ეს პატრიოტული გადაწყვეტილება დღემდე ვერ განახორციელა, რადგან ძალიან დაკავებული ბრძანდება და ერთდროულად რამდენიმე პროექტში ღებულობს მონაწილეობას.

ბანდერასი წარმოშობით ესპანური ქალაქი მალაგადანაა. აშშ-ში 1992 წლიდან გადაბარგდა. ოცდაერთი წლის განმავლობაში არაერთ სურათში გადაღება მოასწრო. სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის სურდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდა.

ამჟამად ანტონიო ბანდერასი თანახმაა, რომ ჰოლივუდურ კარიერას წერტილი საბოლოოდ დაუსვას. ის მზადაა, რომ მშობლიურ წყნარ ქალაქში მყუდროდ იცხოვროს. ამავდროულად რეჟისორის პროფესიაზეც ოცნებობს და რამდენიმე პროექტიც გააჩნია.

“მალაგაში დაბრუნება საკუთარი თავის კვლავ მოპოვების საშუალებად წარმომიდგენია. კინოს სამყაროში მოღვაწეობას აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ თანამემამულეებს უკვე რეჟისორის ამპლუაში წარვუდგები. მრავალი საინტერესო იდეა გამაჩნია. მათზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ერთს კი ვიტყვი, ისეთი ფილმების გადაღება მსურს, რომლებიც ჰოლივუდის გავრცელებულ სტერეოტიპში არ ჯდება” – განაცხადა ანტონიო ბანდერასმა.

თუ ამერიკელ კინოს თემაზე მწერალ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ბატონი ანტონიო მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ქალაქ მალაგას საბოლოოდ დაუბრუნდება.

 .