შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე

სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„საქართველოს თანასპონსორობით შედგენილი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის თავდასხმაზე უკრაინის წინააღმდეგ და ეს ტექსტი გამოიყენეს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც იქ გაჩნდა ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელიც სასჯელს კონკრეტული დანაშაულების გამო იხდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, იმისთვის, რომ აქ სიტუაცია აერია. მისი მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 650-კაციან ასამბლეაზე და პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება მაშინ მოხდა, როდესაც მას ესწრებოდა 95 ადამიანი და საბოლოო ჯამში, შესწორებას მხარი 55-მა ადამიანმა დაუჭირა.

„მათ შორის, იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, იყვნენ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ადამიანები არიან“, - დასძინა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

Aburjga Tasmanieli დატოვეთ ეს საპარლამენტო ანსამბლეა სანამ დროა, გამოიტანეთ ის სამარცხვინო განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე რომ გაქვთ შეტანილი, დააინიცირეთ პარლამენტში კონსტიტუციური შესწორება, რომ ნატო და ევროპული მომავალი აღარსად იყოს ნახსენები, ის 12 პუნქტიანი გეგმა დახიეთ, ნაკუწები ჩაყარეთ კონვერტში და გამომგზავნებს გაუგზავნეთ! უკრაინიდან ელჩი გამოიწვიეთ, რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს დეეგაცია გაგზავნეთ, საქართველოში დასავკლეთის მოქმედი კოლონა დასვით ერთ გემზე და გადასხით სადმე შორს, მაგალითად კუნძულ ტასმანიაზე!!! გააკეთეთ რასაც მე გკარნახობთ, ეს იქნება ეროვნული საქმე, ოქროს ასოებით ცაიწერება თქვენი სახელები ისტორიაში!
2 წლის უკან