„ნაციონალური მოძრაობა“ მალხაზ თავდგირიძემ დატოვა. ის ასევე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.
თავდგირიძე მიზეზად პარტიის ლიდერების მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას ასახელებს. ის ამბობს, რომ პარტიის ლიდერები მისი პირადი მიმოწერითა და საუბრებით აშანტაჟებდნენ და მას მანდატის დათმობას სთხოვდნენ.
მისივე თქმით, ის ვერ იქნება პარტიაში, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს. თავდგირიძე ასევე საუბრობს შიდა დაპირისპირებაზე. ის აცხადებს, რომ მას ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დისკრედიტაციას ავალებდნენ.